ვეფხისტყაოსნის გამგრძელებლები

ვეფხისტყაოსნის სრული ტექსტიდან ზოგიერთი სტროფი და რამდენიმე თავი სრულად არაა შოთა რუსთაველის დაწერილი. ტრადიციულ ბეჭდურ გამოცემებში პოემის ეს ნაწილები, როგორც წესი, ამოღებულია, თუმცა ვეფხისტყაოსნის შუა საუკუნეების ხელნაწერებში ისინი შენარჩუნებულია. ვეფხისტყაოსნის გამგრძელებლები ძირითადად საკუთარ სტროფებსა და ახალ თავებს პოემას ბოლოში ურთავდნენ და ამგვარად აგრძელებდნენ ამბავს. ტრადიციულ ბეჭდურ გამოცემებთან შედარებით ხელნაწერებს ბოლოში დამატებული აქვს რუსთველის გამგრძელებლების მიერ შეთხზული რამდენიმე თავი, მათ შორის ინდო-ხატაელთა ამბავიხვარაზმელთა ამბავი და გმირთა სიკვდილის ამბავი. პირველ მათგანში მოთხრობილია, თუ როგორ დაესხა თავს ხატაელთა ლაშქარი ინდოეთს და როგორ გადაარჩინეს უპატრონოდ დარჩენილი ქვეყანა ტარიელმა და მისმა ძმადნაფიცებმა[125]. ინდო-ხატაელტა ამბავს მოსდევს ხვარაზმელთა ამბავი, რომელიც გადმოგვცემს ინდოეთში ტარიელის ავადმყოფობის შემდეგ შემოჭრილ ხატაელთა ჯარს, ბრძოლას, მათ დამარცხებას ავთანდილისა და ფრიდონის მიერ და ტარიელის განკურნებას. ამ ორ ამბავს მოსდევს გმირთა სიკვდილის ამბავი, სადაც მოთხრობილია ტარიელისა და ავთანდილის გარდაცვალება და ფრიდონის მიერ მათი დატირება. ამ ყველაფერს ასრულებს ეპილოგი, რომლის ზოგიერთი სტროფიც ასევე ვეფხისტყაოსნის გამგრძელებლებს ეკუთვნით (მათ შორის „ვინმე მესხ მელექსეს“)
გარდა მთლიანი თავებისა, ვეფხისტყაოსნის გამგრძელებლები პოემის ძირითად ტექსტშიც ურთავდნენ ცალკეულ სტროფებს. ამგვარად ზოგჯერ იქმნებოდა ერთი და იმავე სტროფის ორი ვარიანტი; მაგალითად, ცნობილ სტროფს „იყო არაბეთს როსტევან...“ მოეპოვება შემდეგი ვარიანტული ტექსტი:

"იყო არაბეთს მეფობა მეფისა როსტევანისი.
მას ჰქონდა სპარსთა ქვეყანა, მართ ვითა შანშეს ანისი,
უძრწის და მონებს ყოველი, ვისთა აქვსთ მტერთ საბრძანისი.
თქვეს, თუ: ხამს ხმელთა პატრონად ან ალექსანდრე, ან ისი."

შემდგომ დროში ჩამატებული სტროფები მოიპოვება ასევე პროლოგშიც. აღსანიშნავია, რომ ეს სტროფები და გაგრძელებები შუა საუკუნეებში პოემის განუყოფელ ნაწილად მიიჩნეოდა, თუმცა, როგორც ირკვევა, რომ ლიტერატურულ წრეებს კარგად სცოდნიათ გამგრძელებლების მიერ ჩართული და დამატებული სტროფების არსებობის შესახებ. თეიმურაზ I„თეიმურაზისა და რუსთველის გაბაასებაში“ შოთას მიმართავს:

"ერთი ამბავი აიწყე, ბოლოც სხვათ შეგითავესო."
ერთ-ერთი ამ შემთავებლის სახელს თეიმურაზი პირდაპირ ასახელებს — ნანუჩა. თეიმურაზი ნანუჩას ათვალწუნებით უყურებს და დასცინის, თუმცა, როგორც ირკვევა, ინტერპოლატორობა (ყალბისმქნელობა) საზოგადოებაში მოწონებული იყო. XVII საუკუნის I ნახევრის პოეტი მამუკა თავაქალაშვილი ნანუჩას, იგივე მანუჩარს „ტკბილი სიტყვების მხმობელს“ უწოდებს და მას XII საუკუნის ქართველი კლასიკოსების გვერდით აყენებს. დღეისათვის ცნობილია, რომ ვეფხისტყაოსანში ნანუჩას გარდა საკუთარი ნამშევარი სხვადასხვა დროს ჩაურთავთ ვინმე მესხ მელექსეს, იოსებ თბილელსგიორგი თუმანიშვილსა და სხვებს
ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი გამგრძელებელია XVII საუკუნის ქართველი მწერალი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი. მას ეკუთვნის ვეფხისტყაოსნის გაგრძელებების გაგრძელება — ომაინიანი, რომელშიც მოთხრობილია ტარიელის შვილის, სარიდანისა და ავთანდილის ასულის შეუღლების შედეგად დაბადებული ახალი გმირის, ომაინის ამბავი
წყარო - wikipedia.org

Комментариев нет:

Отправить комментарий