,,ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრატორები

ვეფხისტყაოსნის დღემდე მოღწეულ ილუსტრაციებს შორის უძველესია XVII საუკუნის მხატვრის მამუკა თავაქალაშვილის მინიატიურები, რომლებიც დართული აქვს მისივე ხელით 1646 წელს გადაწერილ ვეფხისტყაოსანს. მთლიანობაში მამუკას შექმნილი აქვს 39 მინიატიურა ვეფხისტყაოსათვის. თავაქალაშვილის ილუსტრაციებს ეტყობა ტრადიციული ქართული ხელოვნების გავლენა. გარდა ამ მინიატიურებისა, ვეფხისტყაოსნის თავაქალაშვილისეულ ნუსხას დართული აქვს შოთა რუსთაველის გამოსახულებაც და მამუკას ავტოპორტრეტიც[.
მინიატიურებით დასურათებულია ასევე XVII საუკუნის ე. წ. თარხანმოურავისეული ვეფხისტყაოსნის ხელნაწერი, თუმცა მხატვარი უცნობია. ხელნაწერი შეიცავს სპარსულ სტილში შესრულებულ 21 მინიატიურას. უცნობია ავტორი იოანე ავალიშვილის XVII საუკუნის ვეფხისტყაოსნის ხელნაწერ წიგნში არსებული მინიატიურებისაც.
მინიატიურების სიმრავლით გამოირჩევა ე. წ. წერეთლისეული ვეფხისტყაოსანი, რომელიც XVII-XVIII საუკუნეებშია გადაწერილი. ამ ნუსხაში 87 ილუსტრაციაა, რომლებიც სხვადასხვა მხატვრის მიერაა შესრულებული. მინიატიურები სპარსულ სტილშია შესრულებული. უცნობია მათი ავტორებიც.
1881 წლიდან მოწინავე ქართული ინტელიგენციის თხოვნით ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებზე მუშაობდა უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი. მიუხედავად იმისა, რომ მას მხოლოდ 14 სურათი შეუკვეთეს, მან 34 ნახატი შეასრულა, საიდანაც საგამომცემლო კომისიამ 27 შეარჩია. ზიჩიმნამუშევრები ქართველებს უსასყიდლოდ გადასცა. მისი ილუსტრაციები საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება[158].
1935 წელს საქართველოში ვეფხისტყაოსნის იუბილესთან დაკავშირებით პოემის ილუსტრაციებზე კონკურსი გამოცხადდა. საიუბილეო გამოცემისათვის ნახატები შეასრულეს ლადო გუდიაშვილმათამარ აბაკელიამ, ირაკლი თოიძემ, სერგო ქობულაძემ[თამარ აბაკელიასდეკორატიული-სიბრტყობრივად აგებული კომპოზიციები, რომლებშიც ყურადღება გამახვილებულია მოცულობითად, სკულპტურულად გადაწყვეტილ ფიგურებზე, ეპიკურ-რომანტიკულ განწყობილებას ქმნის[. ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთ საუკეთესო ილუსტრაციებად ითვლება ამ პერიოდში შექმნილი სერგო ქობულაძის ნამუშევრები. ლადო გუდიაშვილის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია ვეფხისტყაოსნის დასურათებას, გრაფიკულ ნამუშევრებს[.
1964-1966 წლებში ვეფხისტყაოსანი დაასურათა ნათელა იანქოშვილმა. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები შექმნილი აქვს ასევე ლევან ცუცქირიძეს, ირაკლი თოიძეს, ქეთევან ქავთარაძეს (თავაქალაშვილის ნამუშევრების მიხედვით), სევერიან მაისაშვილს[. აღსანიშნავია რუსუდან ფეტვიაშვილის ილუსტრაციები ვეფხისტყაოსნის თემაზე; მისი ნამუშევრებით გამოიცა პოემის ფრანგული ვერსია[.
2011 წელს დაიბეჭდა ვეფხისტყაოსნის ახალი გამოცემა, რომელიც გაფორმებულია მხატვარ დავით მაჭავარიანის ნამუშევრებით. მას ეკუთვნის 31 ილუსტრაცია, რომლებიც, მისივე თქმით, კლასიკური, ტრადიციული ფორმით გამოირჩევიან და ამგვარად მიხაი ზიჩის ნამუშევრებს უახლოვდებიან.




წყარო - wikipedia.org




Комментариев нет:

Отправить комментарий