საგანმანათლებლო პროექტი შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი''

">

საგანმანათლებლო პროექტს
შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი''.
1. პროექტის აქტუალობა და მიზანი:
2016 წელი იუნესკომ შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა.
ქართველთათვის ,,მეორე სახარებად" წოდებული ,,ვეფხისტყაოსნის" სწავლებას ოდითგანვე უდიდესი აღმზრდელობითი მნიშვნელობა ენიჭებოდა მოსწავლეთა სულიერი ფორმირების თვალსაზრისით. პროექტი მიზნად ისახავს წიგნიერების კომპეტენციის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, ინფორმაციის მოძიების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებას.

2. განსახორციელებელი აქტივობები:
შოთა რუსთაველის ხალხური ბიოგრაფიისა და „ვეფხისტყაოსნის" მოკლე შინაარსის გაცნობა; ლ. ბერიაშვილის საბავშვო „ვეფხისტყაოსნის’’ კითხვა; ილუსტრაციების, ხელნაწერებისა და მსოფლიო გამოცემების გაცნობა; პოემის ნაწყვეტებისა და აფორიზმების შესწავლა; რუსთველოლოგები, რუსთაველის პრემიის ლაურეატები; მოსწავლეთა ხელნაწერების კონკურს-გამოფენის მოწყობა; დასკვნითი გაკვეთილი-პრეზენტაცია; პროექტის ფარგლებში შექმნილი მასალების გამოყენებით სამახსოვრო წიგნების აკინძვა; მიზნობრივი ექსკურსია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
3. საგნობრივი სტანდარტები, რომელთაც ეყრდნობა პროექტი:
       ქართ. VII. 1. მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორ-მაციის შემცველი ტექსტე-ბის მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
       ქართ. VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით
       ქართ. VII. 3. მოსწავლეს შე-უძლია სამეტყველო ქცევის შეცვლა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
         ართ. VII. 4. მოსწავლეს შეუძლია საკლასო დის-კუსიებში მონაწილეობის მიღება.
       ქართ. VII. 8. მოსწავლეს შე-უძლია ამოიცნოს და შეაფა-სოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
       ქართ. VII. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით. 
       ქართ. VII. 12. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით
       ქართ. VII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ორგანიზაციის წესებისა და ენობრივი ნორმების დაცვა.
        ართ. VII. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგი-ების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზები-სათვის.   
 5. პროექტში მონაწილეთა ასაკი. კლასი
საბაზო საფეხურის მოსწავლეები
6. პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია:
შუალედური დაკვირვება, თვითშეფასება, ურთიერთშეფასება, რეფლექსია
7. პროექტის განხორციელების რისკები, შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები:
სასურველია, მოსამზადებელ პერიოდში შევიძინოთ ლ.ბერიაშვილის საბავშვო ,,ვეფხისტყაოსანი’’, სკოლის ინფომენეჯერთან ერთად უზრუნველვყოთ პროექტორისა და კომპიუტერის ტექნიკური გამართულობა, მიზნობრივი ექსკურსიების განსახორციელებლად მშობლებთან ერთად განვსაზღვროთ ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი თანხა.
8. მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები შეისწავლიან შოთა რუსთაველის ხალხურ ბიოგრაფიას, ,,ვეფხისტყაოსნის’’ მოკლე შინააარსს, ნაწყვეტებს პოემიდან, აფორიზმებს, წაიკითხავენ ლ. ბერიაშვილის საბავშვო ,,ვეფხისტყაოსანს’’, გაეცნობიან მსოფლიო გამოცემებს, ხელნაწერებს, რუსთველოლოგებს, რუსთაველის პრემიის ლაურეატებს, მოეწყობა მოსწავლეთა ხელნაწერების კონკურს-
გამოფენა, პროექტის ფარგლებში შექმნილი მასალების გამოყენებით
სამახსოვრო წიგნების აკინძვა, მიზნობრივი ექსკურსია საქართველოს
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
9. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დრო
დასაწყისი -2016 წლის 4 აპრილი დასასრული-2016 წლის 12 მაისი
პროექტის პირველი კვირის აქტივობა:
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლის VII -ბ კლასი,
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - მანანა ბაქრაძე
1. გავეცანით შოთა რუსთაველის ხალხურ ბიოგრაფიას.
2. ვირტუალურად ვიმოგზაურეთ მესხეთში,
თბილისში რუსთაველის გამზირზე,
რუსთაველის თეატრში,
ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში.
3. გავეცანით რუსთაველის პრემიის ლაურეატებს.
4. მოსწავლეებს მიეცათ დავალება: ბიოგრაფიისა და ფოტოების დახმარებით მომზადონ პრეზენტაცია პროგრამა PowerPoint-ში (ისტ-თან ინტეგრირებით).























პროექტიე მეორე კვირა
მოსწავლეებს გავაცანი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მოკლე შინაარსი.
რამდენიმე მათგანმა წარმოადგინა ჩანახატი,ესე,საყვარელი ეპიზოდის მიხედვით შესრულებული ნახატი
პროექტორის დახმარებით შევძელი მოსწავლეებისთვის მეჩვენებინა ,,ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები შესრულებული მამუკა თავაქალაშვილის,თამარ აბაკელიას, ირაკლი თოიძის, ლევან ცუცქირიძის, სერგო ქობულაძის, ლადო გუდიაშვილის, დავით მაჭავარიანის, რუსუდან ფეტვიაშვილის, მიხაი ზიჩის მიერ.
მეშვიდეკლასელებს თავად ჰქონდათ მოძიებული ინფორმაცია
,ვეფხისტყაოსნის" მსოფლიო გამოცემების შესახებ.
აღსანიშნავია,რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოსწავლეებს მეშვიდე კლასის ჩათვლით შესწავლილი აქვთ ნაწყვეტები პოემიდა,სწორედ ამ ნაწყვეტების განხილვას დავუთმეთ დროის გარკვეული ნაწილი ,საინტერესო იყო მოსწავლეთა მოსაზრებები.
პროექტის მეორე კვირაც ნაყოფიერი და საინტერესო იყო.




















პროექტის მესამე კვირა!
"ჩვენ ვკითხულობთ "ვეფხისტყაოსანს"
სათაურად ვირჩევთ აფორიზმს და ვწერთ მცირე ესეს!























შემაჯამებელი სამუშაო!
ჯგუფური მუშაობა. როგორ და რა ვიწავლეთ პროექტზე მუშაობის პერიოდში! 
აფორიზმების ლოტო. გამარჯვებულია ჯგუფი, რომელიც პირველი შეავსებს აფორიზმს,
წაკითხულის გააზრება!
სამივე ჯგუფს ეძლევა ინდივიდუალური დაცალება.
























აფორიზმების ლოტოს ნიმუში!



     



აფორიზმების
 
     

     ლოტო

ვინ მოყვარესა არ ეძებს





ავნებს ხორცსა, მერმე სულსა


ჭირსა შიგან გამაგრება





     



აფორიზმების
 
     

     ლოტო

სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა





რას არა, დაკარგულია


თუ თავი შენი შენ გახლავს





     



აფორიზმების
 
     

     ლოტო

ლეკვი ლომისა სწორია





არსება მისი გრძელია


სჯობს სახელისა მოხვეჭა





     



აფორიზმების
 
     

     ლოტო

გველსა ხვრელით ამოიყვანს





ზოგჯერ თქმითც დაშავდების


გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის












 ჯგუფური მუშაობის შეფასების კრიტერიუმები:

დისკუსიის შეფასების რუბრიკა

შეფასება
1–4
5–7
8–9-10
მოსმენა
იშვიათად უსმენს და უყურებს ორატორს
ხშირად უსმენს და უყურებს ორატორს
ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს
საუბარი
მეტყველება არამკაფიოა, მსმენელს  უჭირს გაგება
ძირითადად მეტყველება გასაგებიაზოგჯერ უყურებს მსმენელს
მეტყველებს მკაფიოდ, უყურებს  მსმენელს
მონაწილეობა
მცირე ინტერესი აქვსარ გამოხატავს ან  ვერ უკავშირებს  თავის მოსაზრებებს სადისკუსიო  თემას
ძირითადად გამოხატავს ინტერესს, კომენტარები და აზრები ყოველთვის არაა სადისკუსიო თემის გარშემო
იჩენს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებით და აზრის გამოთქმით
კოოპერაცია
იშვიათად თანამშრომლობს თანაკლასელებთან და ვერ იცავს დისკუსიის  წესებს
ძირითადად თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში, და იშვიათად, მაგრამ არღვევს  დისკუსიის  წესებს
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, სხვებს აცლის აზრის გამოთქმას და იცავს დისკუსიის წესებს.
მოსაზრების არგუმენტირება
მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებულიფაქტებით
მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებები
მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით არის ლოგიკური კავშირი საკითხთან
არავერბალურიკომუნიკაცია
იშვიათად იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს(თვალითჟესტით,ხმით,
გამომეტყველებით)
ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი
შეუძლია ეფექტურად აღიქვას  და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები


ჯგუფის თითოეული წევრის თვითშეფასების სქემა
იყავი თუ არა მზად ჯგუფში მუშობისთვის?

რამდენად დროულად და კარგად შეასრულე შენზე დაკისრებული მოვალეობა?

რა გააკეთე ან რა თქვი ისეთი,რაც შენს ჯგუფს დაეხმარა სამუშაოს შესრულებაში?


რას გააკეთებდი შემდეგ ჯერზე ჯგუფის უფრო ეფექტური მუშაობისათვის?

ხარ თუ არა კმაყოფილი?რა ისწავლე ჯგუფის წევრებისაგან?
რას გრძნობ სამუშაოს დასრულების შემდეგ?



ჯგუფის მუშაობის შეფასების სქემა

კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
ჯგუფის მუშაობა დამაკმაკოფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
ყველა წევრი არ არის ჩართული
უმრავლესობა ჩართულია
ყველა ჩართულია
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
კამათობენ,არ უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ხმაურობენ, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
ნაწილობრივ მოყვებიან ინსტრუქციას
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
უმნიშვნელოდ გააცდინეს დრო
დაიცვეს დროის ლიმიტი
ლიდერის როლი
ლიდერი ვერ მართავს ჯგუფის მუშაობას
ლიდერი ზოგჯერ ახერხებს მუშაობის წარმართვას
ლიდერი ეფექტურად მართავს ჯგუფის მუშაობას


Комментариев нет:

Отправить комментарий