ეკრანიზაცია

„ვეფხისტყაოსნის“ ეკრანიზაცია არ განხორციელებულა მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 1911 წლიდან არსებობდა მისი კინოვერსიების შექმნის მცდელობა.

„გვაქვს „ვეფხისტყაოსნის“ სცენარი და დიდად სასურველია, რომ ეს გერმანიის ფირმამ (რომელმაც „ნიბელუნგი“ დადგა) დადგას. ამას ექნება მსოფლიო მნიშვნელობა და რა გინდ დიდი ფული დაჯდეს, მისი დადგმა უმალ აანაზღაურებს და დიდ შემოსავალსაც მოიტანს...ნემეცური თარგმანიც არის“
(წერდა შალვა დადიანის მეუღლე ერთ ნაცნობს.
ვეფხისტყაოსნის პირველი კინოსცენარი 1911 წელს შეიქმნა. ერთ-ერთმა ფრანგულმა კინოფირმამ სცენარის დაწერა შალვა დადიანს შესთავაზა. დადიანმა დაწერა სცენარი, რომელიც კომპანიამ მოიწონა. დადიანს რეჟისორის ასისტენტობა და კონსულტანტობაც უნდა გაეწია, მაგრამ ეს წამოწყება პირველი მსოფლიო ომის გამო ჩაიშალა.
„ვეფხისტყაოსნის“ ეკრანიზაციის აზრი ხელმეორედ გაჩნდა 1920-იანი წლების შუა ხანებში. ამჯერად ეკრანიზაციის იდეა საქართველოს სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარე შალვა ელიავას ეკუთვნოდა. გერმანე გოგიტიძე მივლენილი იქნა გერმანიაში, „ნიბელუნგების“ რეჟისორ ფრიც ლანგთან შესახვედრად. თავად გოგიტიძე ეჭვით უცქერდა ნაწარმოების ეკრანიზაციის იდეას.გოგიტიძე ლანგს მოუყვა პოემის მოკლე შინაარს. რეჟისორი დასთანხმდა და ასისტენტისა და ოპერატორების თანხლება მოითხოვა. როცა ხარჯთაღრიცხვა დაიანგარიშეს, უზარმაზარი თანხა გამოვიდა. გოგიტიძე ამბობდა, ფრიც ლანგმა იმდენი თანხა მოითხოვა, იმ ფულით რამდენიმე ზაჰესსა და რიონჰესს ავაშენებდიოთოგოგიტიძემ, რომელსაც არ სჯეროდა, რომ ამ პროექტს მომავალი ექნებოდა, როგორც შემდგომში თავის მოგნენებში აღწერა, განზრახ გააზვიადა ლანგის მიერ წამოყენებული მოთხოვნები.
1936 წელს „ვეფხისტყაოსნის“ ერთი ეპიზოდის ეკრანიზაცია სცადა კოტე მიქაბერიძემ. მან საკუთარი სცენარის მიხედვით გადაიღო სურათი „ქაჯეთი“, რომელიც დაეფუძნა ნესტან-დარეჯანის ქაჯეთის ციხიდან გამოხსნის ეპიზოდს. მთავარ როლებს ასრულებდნენ თამარ ციციშვილი (ნესტან-დარეჯანი) და კოხტა ყარალაშვილი (ტარიელი). ეს იყო მთლიანად პავილიონებში გადაღებული ფილმი, რომელსაც წინ დიდი სარეკლმაო კამპანია უძღოდა. ნაწარმოები სუსტი და უღიმღამო გამოვიდა, რის შემდეგაც ქართველი რეჟისორები აღარ დაბრუნებიან „ვფხისტყაოსნის“ ეკრანიზაციის იდეას.

1 комментарий:

  1. სულ ესაა შოთა რუსთაველის ეკრანიზაცია. ცოტა მეტია გადაღებული და შეიტანეთ. დოკუმენტური კინოში უფრო მეტია გადაღებული.

    ОтветитьУдалить