თარგმანები

დღეისათვის ვეფხისტყაოსანი მრავალ ენაზეა გადათარგმნილი. თარგმანი ზოგიერთ ენაზე ნაწილობრივია, უმრავლესობაზე კი სრული. არაერთ ენაზე ვეფხისტყაოსანი ნათარგმნია, როგორც პროზაული გაურითმავი ნაწარმოები.
ვეფხისტყაოსნის თარგმნის ისტორია იწყება XIX საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც 1802 წელს ევგენი ბოლხოვიტინოვმა გამოაქვეყნა პოემის პირველი სტროფის სიტყვასიტყვით ნათარგმნი რუსული ვერსია. 1828-1831 წლებში მარი ბროსე აქვეყნებდა პროზაული თარგმანის ნაწყვეტებსფრანგულ ენაზე. ვეფხისტყაოსნის რუსულ ენაზე თარგმნის პირველი სერიოზული მცდელობაა პოეტ იპოლიტე ბარტდინსკის თარგმანი, რომელიც პირველად 1845 წელს გამოქვეყნდა. ამ თარგმანში მონაწილეობა მიუღია დავით ჩუბინაშვილს და, როგორც ირკვევა, გრიგოლ დადიანსXIX საუკუნეში ვეფხისტყაოსანი კიდევ რამდენიმეჯერ ითარგმნა რუსულად, მათ შორის ი. ევლახოვის, ა. აბაშიძის (პროზაულად)მიერ. გარდა სრული თარგმანებისა, XIX საუკუნეში გამოიცემოდა პოემის ცალკეული ნაწყვეტების თარგმანები სხვადასხვა ენებზე, მათ შორის რუსულ,ფრანგულგერმანულ და სომხურ ენებზე]1840-იან წლებში კაზიმირ ლაფჩინსკიმ გიორგი ერისთავის დახმარებით ვეფხისტყაოსანი პროზაულადპოლონურ ენაზე თარგმნა. 1889 წელს გამოქვეყნდა არტურ ლაისტის თარგმანი გერმანულად, რომელიც პირველი პოეტური თარგმანი გახდა დასავლეთ-ევროპულ ენაზე. ამავე საუკუნის მიწურულს პოემა ორჯერ ითარგმნა სრულად ფრანგულად, თუმცა მხოლოდ ერთი თარგმანი გამოიცა.
1912 წელს, მთარგმნელის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა მარჯორი უორდროპის ინგლისურენოვანი პროზაული თარგმანი, რომელიც მკვლევართა შეფასებით ერთ-ერთი საუკეთესოა შინაარსობრივად დედანთან სიახლოვის მხრივ. ასევე ინგლისურად თარგმნა ვეფხისტყაოსანი ვენერა ურუშაძემ. XX საუკუნის დასაწყისში რუსულ ენაზე კვლავ რამდენიმეჯერ ითარგმნა ვეფხისტყაოსანი, მათ შორის ნიკო მარის (მხოლოდ პროლოგ-ეპილოგი), კ. ბალმონტისა (სრული) და ს. შარტის თარგმანები (ცალკეული ნაწყვეტების სახით). ვეფხისტყაოსანი ბელა ვიკარის მიერ ნათარგმნია უნგრულ ენაზეც. არაერთხელ გამოიცა სხვადასხვა მწერლის თარგმანი სომხურად.
1937 წლიდან, საბჭოთა კავშირში აღნიშნულ ვეფხისტყაოსნის 750-ე წლისთავთან დაკავშირებით, დაიწყო პოემის რუსულ ენაზე თარგმნის ახალი ტალღა. ვეფხისტყაოსანი რუსულად ამ პერიოდში გადათარგმნეს გიორგი ცაგარელმა, პანტელეიმონ პეტრენკომ[შალვა ნუცუბიძემ[, მოგვიანებით ნ. ზაბოლოცკიმ, ასევე თარგმანების ნაწყვეტები გამოაქვეყნეს სხვა მწერლებმაც.
გარდა რუსულისაXX საუკუნეში საბჭოთა კავშირში იუბილესთან დაკავშირებით პოემა ითარგმნა უკრაინულადბელარუსულად.სომხურადაზერბაიჯანულადუზბეკურად ორჯერყაზახურადყირგიზულადთუქმენულადაფხაზურად,ოსურადჩეჩნურად ებრაულად (ნაწილობრივი თარგმანი)ტაჯიკურად (ნაწილობრივი), ბაშკირულად, ჩუვაშურადთათრულად და სხვა.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ევროპაში ვეფხისტყაოსანი ნათარგმნია ასევე უნგრულადრუმინულად (ორჯერ, ერთხელ პროზაულად, მეორედ კი ლექსად), მოლდავურადპოლონურად ჩეხურადესპანურად1938 წელს პარიზში დაიბეჭდა კიდევ ერთი ფრანგულენოვანიპროზაული თარგმანი გიორგი გვაზავასა და მარსელ-პაონის მიერ; 1945 წელს — იტალიური პროზაული თარგმანი, 1955 წელს კი — ჰუგო ჰუპერტის გერმანული პოეტური თარგმანი.
აზიური ენებიდან ვეფხისტყაოსანი სხვადასხვა დროს ითარგმნა ჩინურიაპონურმონღოლურებრაულქურთულ ენებზე. პოემის ნაწყვეტები ნათარგმნია ასევე სპარსულად.

Комментариев нет:

Отправить комментарий