ხელნაწერები და ბეჭდური გამოცემები




დღემდე მოღწეულია ,,ვეფხისტყაოსნის" 160-ზე მეტი ხელნაწერი წიგნი, მათ შორის არის ფრაგმენტებიც.უძველესი სრული ხელნაწერი ეკუთვნის მამუკა  თავაქალაშვილს და 1646  წლით თარიღდება. თავაქალაშვილისეულ ,,ვეფხისტყაოსნის"  ნუსხას წინ უსწრებს რამდენიმე ფრაგმენტი, მათ შორის მათშორის XIV,  XV  და XVI საუკუნეების  მინაწერები, მათ შორისაა  ვანის  ქვაბების   ცნობილი წარწერები.   XIII-XV საუკუნეებიდან   არ მოიპოვება არც  ერთი სრული ხელნაწერი, უფრო გვიან ნუსხებში კი ტექსტიმნიშვნელოვნადაა დამახინჯებული. ძველი ხელნაწერების განადგურების მიზეზად მიიჩნევა როგორც  XIII  საუკუნის   შემდეგ დაწყებულიმონღოლთა  ბატონობა  საქართველოში, ასევე, უფრო მოგვიანებით,,,ვეფხისტყაოსნის" დევნა. აღსანიშნავია, რომ XIX  საუკუნისთვის  ჯერ კიდევ ცნობილი იყო XV  საუკუნის  რამდენიმე ნუსხა, რომლებიც დღეს დაკარგულად ითვლება.

გარდა  მამუკა  თავაქალაშვილისეული  ,,ვეფხისტყაოსნისა",  XVII   საუკუნის  60-იანი წლებით თარიღდება დაერთ-ერთი უძველესია  იოსებ  თბილელის   მიერ გადაწერილი ე. წ. „ზაზასეული ვეფხისტყაოსანი“. 
 კალიგრაფიულად და გაფორმებით ერთ-ერთი გამორჩეულია 1680  წელს   ბეგთაბეგ ავთანდილის ძემარტიროზაშვილის გადაწერილი ,,ვეფხისტყაოსანი" („ბეგთაბეგისეული ნუსხა“).   ე. წ. „ბეგთაბეგისეულივეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი  ნუსხა გამორჩეულია გაფორმებით; თითოეულ გვერდს ამკობს ოქრომელნითშესრულებული ჩარჩო, რომლის ორნამენტებიც ყოველ გვერდზე განსხვავებულია.
     აღსანიშნავია ასევე პაპუნა ბებურიშვილისეული ხელნაწერი (გადამწერი უცნობია). XVII  საუკუნეშია  შესრულებული ე. წ. „თარხანმოურავისეული ვეფხისტყაოსანი“, რომელიც დღეს  ოქსფორდში   ინახება. ხელნაწერთა  ინსტიტუტის  საცავებში დაცულია ასევე  სულხან-საბა  ორბელიანის  ხელით ნაწერი,,ვეფხისტყაოსანი" და  XVIII საუკუნის   ნუსხა, რომელიც „წერეთლისეული ვეფხისტყაოსნის“სახელწოდებითაა ცნობილი. წერეთლისეული ,,ვეფხისტყაოსანი"  გამორჩეულია მინიატიურებისსიმრავლით.    ,,ვეფხისტყაოსნის" რამდენიმე ხელნაწერი შესრულებულია XIX  საუკუნეშიც.
სტამბურად  ,,ვეფხისტყაოსანი"  პირველად 1712  წელს  ვახტანგ  მეექვსის  რედაქციითა და კომენტარებითდაიბეჭდა.  ეს გამოცემა დღეს „ვახტანგის რედაქციის“ სახელითაა ცნობილი.  ვახტანგისეული რედაქციისტექსტი ხელნაწერებთან შედარებით გამოირჩევა სიმოკლით;  ტექსტიდან ამოღებულია ძირითადად პოემისბოლო თავები, რომლებიც ინტერპროლატორთა დამატებებად მიიჩნევა. ერთი პერიოდი მკვლევართა ერთინაწილი ვახტანგის რედაქციას თვლიდა კრიტიკულ გამოცემად, მკვლევართა მეორე ნაწილის მოსაზრებითკი ვახტანგის გამოცემა თითქოს უცვლელად იმეორებს რომელიღაც (აწ დაკარგული) ძველი ხელნაწერისტექსტს. მოგვიანებით აკაკი  შანიძემ   დაამტკიცა, რომ ვახტანგის გამოცემა კრიტიკულია და, შესაბამისად,ვახტანგმა ვრცელი ხელნაწერი რედაქციიდან დაბეჭდა პოემის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მანუტყუარად მიიჩნია   შოთა  რუსთაველის  დაწერილად.
,,ვეფხისტყაოსანი"  ბეჭდურად მეორედ პეტერბურგში  1841  წელს  მარი  ბროსეს, ზაქარიაფალავანდიშვილისა და  დავით  ჩუბინაშვილის რედაქციით გამოიცა; ეს გამოცემა, ჩვეულებრივ, „ბროსესგამოცემის“ სახელითაა ცნობილი.  ,, ვეფხისტყაოსნის" ვახტანგისეულმა და ბროსეს გამოცემებმასაფუძველი ჩაუყარეს ,,ვეფხისტყაოსნის"  მოკლე რედაქციას. შემდეგდროინდელი გამოცემები, რამდენიმეგამონაკლისის გარდა, ძირითადად მათ ემყარება.  XX   საუკუნეში   რამდენჯერმე გამოქვეყნდა პოემისვრცელი ვერსიაც.   1937წელს,   ,,ვეფხისტყაოსნის"  750 წლისთავის აღსანიშნავად გამოიცა პირველისაიუბილეო გამოცემა, რომელიც შემდეგ კიდევ რამდენჯერმე დაიბეჭდა მცირე შესწორებებით.
არსებობს  ძალიან  საინტერესო  სასკოლო  ,,ვეფხისტყაოსანი"  ნ.  ნათაძის  რედაქციით.


Комментариев нет:

Отправить комментарий